ფეხბურთი

15:27 | 8.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ ახალი საგარეო ფორმა წარადგინა

„ლივერპულმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალი, 2021-22 წლების სეზონის საგარეო ფორმის ფოტოები განათავსა.

ფორმა ღია ფერისაა და მუქ საყელოზე თეთრ-ნარინჯისერი წვრილი ზოლები გასდევს.

დიზაინერები ამბობენ, რომ ფორმა ერთგვარად რეტროსპექტულია და ძალიან ჰგავს იმას, რომლითაც გუნდი 1996-97 წლების სეზონში თამაშობდა.

საყელოს უკანა ნაწილზე გამოსახულია ციფრი „96,“ რაც იმ ადამიანების ხსოვნაზე მიუთითებს, რომლებიც „ჰილსბოროს“ სტადიონზე 1989 წლის 15 აპრილს დაიღუპნენ ჭყლეტაში, „ნოტინგემ ფორესტისა“ და „ლივერპულის“ მატჩის დროს.

თეგებილივერპული
0.113685