ფეხბურთი

12:23 | 8.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენმა“ რამოსის გადასვლის შესახებ გამოაცხადა, თუმცა ინფორმაცია მაშინვე წაშალა საიტიდან

მადრიდის „რეალის“ ყოფილი მცველი, სერხიო რამოსი, უახლოეს დღეებში ოფიციალურად გახდება პარიზული კლუბის ფეხბურთელი. ოთხშაბათ საღამოს, პსჟ-ის ოფიციალურ ვებ-გვედზე გამოჩნდა ცნობა, სადაც ესპანელი პირველ კომენტარს აკეთედა, თუმცა, სიახლე მალევე წაშალეს.

რამოსი ამბობდა თუ რატომ ითამაშებს პარიზულ კლუბში და რატომ აირჩია ნომნერი 4.

„4 ნორიანი მაისურა ცრურწმენის გამო ავირჩიე. იმიტომ, რომ კარიერის დასაწყისიდან ამ ნომრით ვთამაშობ. ჩემთვის დიდი პატივია პსჟ-ში თამაში. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებული გამოცდილება იქნება.“ - ამბობს რამოსი.

შეგახსენებთ, რომ რამოსი პსჟ-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ უფასოდ გადავიდა. „რეალთან“ კონტრაქტის ვადა მას 30 ივნისს ამოეწურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11725