ფეხბურთი

22:47 | 7.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას და კანკავას "სლოვანმა" ჩემპიონთა ლიგა კარგად დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგი სტარტი აიღო ვლადიმირ ვაისის „სლოვანმა“, რომლის ღირსებას გურამ კაშია და ჯაბა კანკავა იცავენ.

სლოვაკეთის ჩემპიონმა საკუთარ მოედანზე ირლანდიის ჩემპიონ „შემროკ როვერსს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა. სლოვაკებმა თითო ტაიმში ორჯერ გაიტანეს და თავი ორჯერვე ბრაზილიელმა შემტევმა რატაომ გამოიჩინა.

კაშია და კანკავა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. გურამმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ჯაბა 73-ე წუთამდე იყო მინდორზე და მეორე ტაიმის დასაწყისში ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველი ნახევარმცველი იარომირ ჟრმალმა შეცვალა.

საპასუხო შეხვედრა ერთი კვირის თავზე ირლანდიაში გაიმართება და „სლოვანს“ ორბურთიანი უპირატესობის დაცვა მოუწევს.

0.111806