ფეხბურთი

15:29 | 7.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბექა მიქელთაძე ავსტრალიის ჩემპიონატში ითამაშებს

ქართველი თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე კარიერას ავსტრალიის ჩემპიონატში გააგრძელებს და „ნიუკასლ ჯეტსის“ ღირსებას დაიცავს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ „ნიუკალსს“ ჩემი დამატება ძალიან უნდოდა. ამ გუნდის და გულშემატკივრების შესახებ ბევრი ლამაზი ამბავი გავიგე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს მაქსიმალური მიზნების მიღწევაში დავეხმარო“, - თქვა მიქელთაძემ.

ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრალიურ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ბოლოს საბერძნეთში, „ქსანთის“ ღირსებას იცავდა, ხოლო მანამდე „როტორში“, „რუბინში“, „ანორთოსისსა“ და „დინამო თბილისში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117203