ფეხბურთი

10:55 | 7.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ემილიანო მარტინესის გმირობა: არგენტინა კოპა ამერიკის ფინალშია

კოპა ამერიკის ფინალში კლასიკა შედგება - ბრაზილია არგენტინის წინააღმდეგ. „ალბისელესტემ“ ნახევარფინალში კოლუმბიასთან ურთულეს ბრძოლაში მოიგო.

ლიონელ სკალონის გუნდი მატჩის დასაწყიშივე, მეშვიდე წუთზე ლაუტარო მარტინესმა დააწინაურა და ცხადია, გოლს ისე ჩაუვლია, რომ მასში მონაწილეობა ლეო მესის არ მიეღო, რომელმაც საგოლე პასი მიითვალა.

თუმცა, კოლუმბიამ ბოლომდე იბრძოლა და 62-ე წუთზე ლუის დიასის გოლით წონასწორობა აღადგინა. საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც კოლუმბიელებმა ძალიან ცუდად ითამაშეს.

მხოლოდ ხუან კუადრადომ და მიგელ ბორხამ გაიტანეს, ხოლო დევინსონ სანჩესმა, იერი მინამ და ედვინ კარდოანმ ეს ვერ გააკეთეს და სამივე პენალტი ემილიანო მარტინესმა მოიგერია, რომელიც უდაოდ მატჩის გმირი გახდა. საპასუხოდ, არგენტინელთა მხრიდან როდრიგო დე პაული შეცდა, მაგრამ მესიმ, ლეანდრო პარედესმა და ლაუტარო მარტინესმა შეაგდეს და არგენტინაც ფინალში გავიდა, სადაც 11 ივლისს ბრაზილიის ნაკრებს შეხვდება და კოპა ამერიკის ჩემპიონი გამოვლინდება.

არგენტინა - კოლუმბია 1:1 პენ: 3:2

გოლები: 1:0 ლაუტარო მარტინესი (7), 1:1 ლუის დიასი (62)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111194