ფეხბურთი

15:20 | 6.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „ზაფხულში თავდამსხმელს ვერ შევიძენთ“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ისინი, ალბათ ვერ შეძლებენ ხარისხიანი შემტევის შეძენას. შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ბოლოს, „ქალაქელების“ ბანაკი სერხიო აგუერომ დატოვა და თავდასხმის ხაზში სიცარიელე შეექმნათ.

„ამჟამინდელი ფასების გათვალისწინებთ, ვერავის შევიძენთ. შეუძლებელია. ახლა ფინანსური პრობლემები ყველა კლუბს აქვს და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. გვყავს გაბრიელ ჟეზუსი და ფერნან ტორესი, რომლებმაც კარგად წარმოაჩინეს თავი. ასევე არიან ახალგაზრდები კლუბის აკადემიიდან. ვნახოთ.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112407