ფეხბურთი

14:48 | 6.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ გრიზმანი, შესაძლოა, ფინანსური პრობლემების გამო გაყიდოს

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, შესაძლოა, კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს - წერს ესპანური Marca.

წყაროს ინფორმაციით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ფრანგი შემტევის გაყიდვას ფინანსური პრობლემების გამო აპირებს.

30 წლის ფეხბურთელის წასვლა კატალონიურ კლუბს ბიუჯეტში საგრძნობ შეღავათს მისცემდა, თუმცა გარიგება ადვილი არ იქნება. „ბარსელონამ“ გრიზმანი 2019 წელს 120 მილიონ ევროდ იყიდა „ატლეტიკოსგან“ და ახლაც გვარიან თანხას მოსთხოვს პოტენციურ მყიდველს.

პორტალი transfermarkt, გრიზმანს 60 მილიონ ევროდ აფასებს,

კატალონიურ კლუბთან გრიზმანის კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში გასდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10122