თამაშგარე

12:27 | 6.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაგუი კორსერო და ბაკურციხელი ტაქსისტები

პორტუგალიელი მობურთალის ჟაო ფელიქსის გულისსწორი, ახალგაზრდა მოდელი მაგუი კორსერო ბოლო დროს ესპანური ბულვარული გამოცემების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სტუმარია და რეალობას ისეთი პირი უჩანს, რომ არაა შორს ჟამი, როდესაც ეს გოგო მთელს მსოფლიოში გაითქვამს სახელს.

აპენინელმა ჟურნალისტებმა ქექეს, ქექეს და ისიც დაადგინეს, რომ პირმშვენიერი მაგუი კორსერო გარეგნული სიკისკისისა და სინარნარის მიუხედავად, თურმე ერთობ ყიამყრალი ვინმე ყოფილა და მისი ბაგეთგან ხშირად იმგვარი გინება ამოდის, ბაკურციხელ ტაქსისტებსაც კი რომ შურით დააღებინებს პირს.

ასეთი ლამაზი ასულის ყიამყრალობის მიზეზი მამამისი ყოფილა, რომელიც თურმე ფეხბურთის თავგადამკვდარი ქომაგია და ამის გამო კორსეროების ოჯახიდან მსაჯის, მწვრთნელის, ფეხბურთელების და ლამის მთელი სამყაროს გვარიანი გინების ხმა უფრო გამოდიოდა, ვიდრე სხვა რამ საამო ჰანგი. ჰოდა, ამ გოგოსაც რა ექნა?!...

0.132809