ფეხბურთი

2:04 | 6.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "იუვეში" სკუდეტო რომ მოვიგეთ არ იზეიმეს, ახლა კი მეოთხე ადგილზე გასვლა აღნიშნეს"

რომის „ლაციოს“ მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „იუვენტუსში“ გატარებული სეზონი გაიხსენა. მან ასევე კომენტარი გააკეთა კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალაზე. სარის თქმით, მასთან ერთად იტალიის ჩემპიონობა არც კი იზეიმეს, მაგრამ გასულ სეზონში მეოთხე ადგილზე გასვლა აღნიშნეს.

„იუვენტუსში“ სკუდეტო დაუფასებელი იყო გარედანაც და სამწუხაროდ გუნდის შიგნიდანაც, არც კი გვიზეიმია, ყველა თავისით წავიდა სადილზე. ალბათ, ეს წელი ყველაზე შესაბამისი იყო „იუვენტუსის“ მწვრთნელობისთვის, მათ ახლა მეოთხე ადგილი იზეიმეს, როცა, შარშან სკუდეტოს მოგება არ უხაროდათ.

რონალდუს მართვა ადვილი არ არის, მას აქვს პირადი ინტერესები. თუმცა, მეორეს მხრივ, სეზონის ბოლოს მას გუნდისთვის განსაკუთრებული შედეგები მოაქვს. უნდა გაყიდონ? არ ვიცი, ეს დამოკიდებულია გუნდის საჭიროებებზე, მათ მოუწევთ გარკვეული არჩევანის გაკეთება. ჩემი აზრით, უმჯობესია უარი თქვან ერთ ფეხბურთელზე, ვიდრე 5-6 მოთამაშეზე.

დიბალასთვის უცნაური წელი იყო, ტრავმებით სავსე. თუმცა, ის ჩემპიონია და თავისი ხარისხით ფორმაში მალე შესვლას მოახერხებს. ვფიქრობ, დადგა გადაწყვეტილების მიღების დრო: ფსონი ან მასზე უნდა გააკეთონ, ან უნდა გაყიდონ”, - განაცხადა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარი „იუვენტუსში“ 2019-2020 წლების სეზონში მუშაობდა და გუნდს სკუდეტო მოაგებინა, მაგრამ მაინც გაათავისუფლეს. გამოცდილი სპეციალისტი ახალი სეზონიდან რომის „ლაციოს“ გაწვრთნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111966