ფეხბურთი

20:38 | 5.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი პსჟ-ში სამედიცინო შემოწმებას სამშაბათს გაივლის

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი სერხიო რამოსი კარიერას „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს. L’Equipe-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის უკვე შეთანხმება შედგა.

რამოსი პსჟ-სთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წყაროს თანახმად, სამედიცინო შემოწმებას 6 ივლისს პარიზში გაივლის, რის შედეგადაც ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

რამოსი „პარი სენ ჟერმენს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან თავისუფალი აგენტია.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი 2005-2021 წლებში მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა და 671 მატჩში 101 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო კარიერა „სევილიაში“ დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109492