ფეხბურთი

10:59 | 5.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი: "დარწმუნებული ვარ, კარიერას "რეალში" დავასრულებ"

ტონი კროოსს კარიერის დასრულება მადრიდის „რეალში“ სურს. გერმანელმა ფეხბურთელმა Bild-თან ინტერვიუში თქვა, რომ ესპანური კლუბის შემდეგ სხვაგან თამაშს არ აპირებს.

„ფიქრობ, რომ 2023 წელი (კონტრაქტის ამოწურვის წელი) მიზანშეწონილი იქნება. 33 წლის ვიქნები და გადავწყვეტ განვაახლებ თუ არა ერთი ან ორი წლით ხელშეკრულებას. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კარიერას მადრიდის „რეალში“ დავასრულებ“, - თქვა კროოსმა.

შეგახსენებთ, ტონი კროოსმა რამდენიმე დღის წინ სანაკრებო კარიერა დაასრულა და ამის მიზეზად კლუბზე უფრო მეტი აქცენტის გაკეთება დაასახელა.

0.113186