ფეხბურთი

0:53 | 5.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"თელავი" - "სამგურალის" მატჩისას ტრიბუნაზე გულშემატკივარი გარდაიცვალა

თელავში, „კავკასიონი არენაზე“ საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩის მიმდინარეობისას გულშემატკივარი გარდაიცვალა. ტრაგედია „თელავი“ – „სამგურალის“ შეხვედრისას მოხდა.

70 წლის გულშემატკივარი შეუძლოდ გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნაზე მყოფმა გულშემატკივრებმა მას დახმარება გაუწიეს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, ტრაგედიის მიზეზი გულის შეტევა გახდა. WORLDSPORT.GE-ს რედაქცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133547