ფეხბურთი

14:23 | 4.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ტრინკაუ ინგლისში გაანათხოვრა

კატალონიის „ბარსელონამ“ ფრანსისკუ ტრინკაუ ინგლისურ „ვულვერჰემპტონში“ გაანათხოვრა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ტრინკაუ „ვულვზში“ 2021-2022 წლების სეზონს იჯარით გაატარებს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთელის ხელფასსაც ინგლისელები გადაიხდიან.

გასულ სეზონში პორტუგალიელმა შემტევმა „ბარსელონაში“ 42 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

0.110762