ფეხბურთი

22:43 | 3.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიო, შესაძლოა, „მილანში“ აღმოჩნდეს

„ბარსელონას“ ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო, მომავალ სეზონში, შესაძლოა, „მილანის“ ფეხბურთელი გახდეს. მოლაპარაკება უკვე დაწყებულია - გვამცნობს ESPN.

„მილანი,“ რომელიც 2013-14 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხვდა ჩემპიონთა ლიგაში, შემტევ ნახევარმცველს ეძებს. მოგეხსენებათ, ამ ამპლუის ფეხბურთელი, ჰაქან ჩალჰანოღლუ „ინტერში“ გადავიდა.

ვარაუდობდნენ, რომ 29 წლის ბრაზილიელს „ინტერი“ გადაიბირებდა, მაგრამ „ნერაძური“ კოუტინიოს იჯარის წესით აყვანას ცდილობდა, მომავალი გამოსყიდვის პერსპექტივით. მაგრამ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა.

კოუტინიო „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“ 2018 წელს გადავიდა 135 მილიონ ევროდ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127824