რაგბი

17:26 | 3.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ურუგვაისთან რევანში აიღეს და ტურნირი გამარჯვებით დაასრულეს

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საერთაშორისო სერიის მეოთხე მატჩში ურუგვაის შესაბამის გუნდთან ჩაატარა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეორე რაუნდში განცდილი მარცხისთვის (15:20) რევანში აიღეს და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 20:8 აჯობეს.

ანგარიში ურუგვაელებმა გახსნეს, როდესაც აქტიივში გატანილი ჯარიმით 3 ქულა ჩაიწერეს, თუმცა სულ მალე გიორგი მაისურაძემ ლელო მიითვალა, ხუციშვილმა კი ვერ გარდასახა. მე-20 წუთზე იმავე ხუციშვილმა ჯარიმით ქართველი მორაგბეების უპირატესობა 8:5-მდე გაზარდა. პირველ ნახევარში კიდევ ერთი ლელო გავიდა, რომლის დამიწებაც 39-ე წუთზე თორნიკე კახოძემ მოახერხა და უმცროსი ბორჯღალოსნები შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 13:3.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა 1 ლელოს დადება მოახერხა, რომელიც ნიკა სუთიძემ ჩაიწერა აქტივში, ხუციშვილმა კი გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აქვე გეტყვით, რომ სტელენბოშში გამართული შეხვერდა სამხრეთ აფრიკული ტურნეს მე-3 ადგილისთვის დაპირისპირება გახლდათ და ლადო კილასონიას გაწვრთნილმა გუნდმა, სწორედ ამ პოზიციაზე დაასრულა ასპარეზობა. მათ საერთო ჯამში 4 შეხვედრა ჩაატარეს, რომელთაგანაც 1 მოიგეს, ხოლო სამ მატჩში დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები 20 წლამდელთა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და წინ არა ერთი მოსამზადებელი ტურნირი და თამაში გველის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115069