ფეხბურთი

14:42 | 3.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკა: ბრაზილიის მძიმე გამარჯვება და პერუს დრამა პარაგვაისთან (+VIDEO)

ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, სამხრეთ ამერიკაში კოპა ამერიკა მიმდინარეობს, სადაც ასევე გაირკვა ორი ნახევარფინალისტი - ბრაზილია და პერუ.

მასპინძელმა და მთავარმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა მეოთხედფინალში ბევრი იწვალა ჩილეს ნაკრებთან, მაგრამ მაინც მოიგო - 1:0. გამარჯვების გოლი ლუკას პაკეტას ანგარიშზეა, რომელმაც 46-ე წუთზე გაიტანა. სხვათა შორის, ის მოედანზე რამდენიმე წამის შესული იყო. 48-ე წუთიდან გაბრიელ ჟესუსის გაძევების გამო „სელესაო“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და ჩილემ სცადა თამაშის გადარჩენა, მაგრამ ტიტეს გუნდმა ანგარიში შეინარჩუნა და ნახევარფინალში გავიდა.

საოცრად დრამატული გამოდგა პერუსა და პარაგვაის მატჩი, ძირითად დროში გუნდებმა ერთმანეთს 3-3 გოლი გაუტანეს. ჯერ პარაგვაი იგებდა, მერე ორჯერ პერუ და ბოლო წუთზე გათანაბრდა ანგარიში. გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც პარაგვაელებმა 3 დარტყმა გააცუდეს, პერუელებმა 2 და ნახევარფინალშიც პერუ გავიდა.

კოპა ამერიკის დარჩენილ ორ მეოთხედფინალურ მატჩებში ურუგვაი - კოლუმბია და არგენტინა - ეკვადორი დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115019