ფეხბურთი

11:28 | 3.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბორდო" და "ანჟერი" ლიგა 1-დან ლიგა 2-ში დააქვეითეს

საფრანგეთის ლიგა 1-დან „ბორდო“ და „ანჟერი“ დააქვეითეს. მიზეზი ფინანსური პრობლემებია. ორივე გუნდს კრიზისი აქვს და ფინანსურს ვალდებულებებს ვერ ასრულებენ.

ამიტომაც, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ორივე კლუბი ლიგა 2-ში დააქვეითა. თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ საბოლოო არაა, რადგან „ბორდოსაც“ და „ანჟერსაც“ მისი გასაჩივრების უფლება აქვთ, რასაც ცხადია გამოიყენებენ.

საინტერესოა, „ბორდოს“ შეძენას „ლილის“ ყოფილი მფლობელი ჟერარდ ლოპესი ცდილობს, რომელიც იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილებას შეცვლიან, რადგან მზადაა ჟირონდელთა ფინანსური პრობლემები მოაგვაროს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122833