რაგბი

22:59 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონთან: საქართველო სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ დამარცხდა, უმაღლესი დონის მეტოქის წინააღმდეგ ბევრი იბრძოლა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.

„ბორჯღალოსნებმა“ თამაში ძალიან კარგად დაიწყეს და მეორე წუთზე თედო აბჟანდაძის ჯარიმით დაწიანურდნენ და მართალია, მალევე მასპინძლებმა ლელო მიითვალეს, მაგრამ ამას აბჟანადაძის ორი ჯარიმა მოჰყვა და საქართველო 24-ე წუთზე 9:5 დაწინაურდა!

თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს „ბოკემ“ თამაშში გარდატეხა შეიტანა და მეტოქე გატეხა. საბოლოოდ, პირველი ნახევარი სამხრეთაფრიკელმა მორაგბეებმა 19:9 მოიგეს. მთლიანობაში ლევან მაისაშვილის გუნდი ახლოს იყო ტაიმის მოგებასთან, მაგრამ მეტოქის წნეხს ბოლომდე ვერ გაუძლო.

მეორე ტაიმში კი სამხრეთ აფრიკის ნაკრების უპირატესობა უკვე თვალსაჩინო გახდა და ქართველმა მორაგბეებმა პრაქტიკულად ვეღარაფერი აჩვენეს. ეს შედეგშიც აისახა და სხვაობა სოლიდური გახდა - 40:9. საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს მართლაც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ უფრო მაღალმა კლასმა და გამოცდილებამ თავისი გააკეთა.

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ტესტ-მატჩში, ამჯერად 9 ივლისს, იოჰანესბურგში.

სამხეთ აფრიკა - საქართველო 40:9 (19:9)

ქულები: 0:3 აბჟანდაძე (2), 5:2 ფასი (4), 5:6 აბჟანდაძე (18), 5:9 აბჟანდაძე (24), 10:9 მბონამბი (34), 12:9 პოლარდი (35), 17:9 რაინახი (36), 19:9 პოლარდი (37), 24:9 სმითი (54), 26:9 პოლარდი (54), 31:19 იანტიეს (58), 33:9 პოლარდი (59), 38:9 მარქსი (67), 40:9 იანტიესი (68),

სამხრეთ აფრიკა: ნჩე, მბონამბი, ნიაკანე, ეტზებეტი, მოსტერტი, კოლისი, დე ტოიტი, სმითი, რაინახი, პოლარდი, ფასი, სტიენი, კრიელი, სპეკმანი, ლე რო

საქართველო: გოგიჩაშვილი ბრეგვაძე, მელიქიძე, გიგაური, მიქაუტაძე, ცუცქირიძე, საღინაძე, ჯალაღონია, ლობჟანიძე, აბჟანდაძე, თაფლაძე, შარიქაძე, კვესელაძე, ტაბუცაძე, ნინიაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.968559