ფეხბურთი

19:32 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

3 ივლისს ქალთა შორის საქართველოს თასის გათამაშება აიღებს სტარტს

3 და 4 ივლისს სტარტს აიღებს საქართველოს თასის რიგით მეორე გათამაშება. ტურნირში, მონაწილეობას ქალთა ლიგის და ქალთა ლიგა 2-ის 16 გუნდი მიიღებს. მერვედფინალური ეტაპის შეხვედრებში გამარჯვებულები, ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

3 ივლისი
17:00 / ლანჩხუთი - ბათუმი
18:00 / მართვე ქუთაისი - ნორჩი დინამო
18:00 / ხაშური ივერია - ნიკე
18:00 / ზარზმა ახალციხე - ხობი კოლხეთი
18:00 / რაჭა 2020 - ფენიქსი ზუგდიდი
18:00 / ბახტრიონი ახმეტა - გორი იუნაიტედი
20:00 / დინამო სოხუმი - კვარტალი

4 ივლისი
18:00 / დიდგორი მცხეთა - ქარიშხალა საჩხერე

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მსგავსად, წილისყრის შემდეგ, რეიტინგით ძლიერი გუნდი, შეხვედრას სტუმრად გამართავს. მერვედფინალური მატჩებიდან ერთი, დინამო სოხუმსა და კვარტალს შორის დახურულია. სხვა დანარჩენ მატებზე კი, გულშემატკივარი, დაიშვება.

საქართველოს თასის გათამაშება, ახალი ფორმატით, 2019 წელს ჩატარდა. გათამაშებაში მონაწილეობა ქალთა ლიგის გუნდებმა მიიღეს. ფინალურ დაპირისპირებაში კი, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხი 2-ის მოედანზე გაიმართა, ერთმანეთს ლანჩხუთი და ნიკე დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა, ლანჩხუთელთა გამარჯვებით, 2-1 (გოლები: თამრიკო სალუქვაძე 1-0, ნინო გუჯაბიძე 2-0 (ორივე ლანჩხუთი) ლიზი მწყერაშვილი 2-1 (ნიკე) დასრულდა. აქვე გეტყვით, რომ 2019 წელს, ლანჩხუთმა, საქართველოს თასის გარდა, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121896