ფეხბურთი

15:19 | 1.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" სანჩოს "მანჩესტერში" ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი ჯეიდონ სანჩო კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს. ინფორმაცია გერმანული გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ დაადასტურა.

„მანჩესტერ იუნაიტედთან სანჩოს ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია. ჯეიდონს გუნდის შეცვლა სურდა, ჩვენ კი მისი შენარჩუნება. არ ვართ კმაყოფილი მიღებული თანხით, პირიქით დამწუხრებულები ვართ, რომ წავიდა“, - თქვა ვატკცემ.

„დორტმუნდმა“ ინგლისელი შემტევის სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო მიიღო და მომდევნო სეზონიდან ის „მანჩესტერის“ მაისურით შეუტევს.

ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერ სიტის“ აკადემიის აღზრილია და „დორტმუნდში“ 2017 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდში მან 137 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109581