ფეხბურთი

13:50 | 1.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ „პარი სენ-ჟერმენს“ განუცხადა, რომ მათთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, კილიან მბაპე, დიდი ალბათობით, კლუბთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს.

ესპანური Marca წერს, რომ 22 წლის ფეხბურთელი უკვე ესაუბრა პარიზელების ხელმძღვანელებს და უთხრა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპიებს. თუმცა, მის ხელშეკრულებას ვადა მომავალ ზაფხულს გასდის და დროზე ადრე გაწყვეტას არავინ აპირებს.

მადრიდის „რეალში“ კი, რომელიც მბაპეს მთავარი პოტენციური მყიდველია, დარწმუნებული არიან, რომ ამ ზაფხულსვე გაიფორმებენ საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეს.

მბაპე „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წლიდან თამაშობს.

0.114214