თამაშგარე

12:56 | 1.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრების ყველაზე საიმედო ქომაგები

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის საფეხბურთო ნაკრების კარგი გამოსვლა ფეხბურთელების ცოლ-გულისსწორებმა განსაკუთრებული სიამით აღნიშნეს. მობურთალთა მეორე ნახევრები თურმე ერთმანეთთან მეგობრობენ და როდესაც ინგლისის ნაკრები ირჯება, გოგონები ერთად იკრიბებიან და არც საქომაგო წივილ-კივილს იშურებენ.

წარმოდგენილი ფოტოებიდანაც ადვილად მიხვდებით რომელი გოგონა რომელი ინგლისელი ფეხბურთელის სატრფო ან ცოლია, თუმცა ბრიტიანული მედია გვამცნობს, რომ ფეხბურთელების მეორე ნახევრების უეჭველი ლიდერი და წინამძღოლი, კირან ტრიპიერის სატრფო შარლოტა ტრიპიერია.

ფოტომ, სადაც ასახულია ინგლისის ნაკრების მაისურებში გამოწყობილი ზურშექცევით მდგარი ფეხბურთელების ცოლებს, სოციალური ქსელები მოიარა და იმდენი მნახველ-მომწონებელი მოაგროვა, რომ ინგლისის ნაკრების პოპულარობა შეიძლება ითქვას გარანტირებული აქვს. ახლა კი ყველაფერი კუნძულელი ფეხბურთელების სიჩაუქეზეა დამოკიდებული!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117667