ფეხბურთი

16:38 | 30.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიფციგი" ანდრე სილვას ტრანსფერთან ახლოსაა

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი ანდრე სილვა „ლაიფციგთან“ ახლოსაა. Bild-ის ცნობით, გერმანული კლუბი ფრანკფურტის „აინტრახტს“ ტრანსფერზე უკვე მოურიგდა.

გარიგების სანაცვლოდ „აინტრახტი“ 23 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები უცნობია. მეორეს მხრივ, Kicker-ი იტყობინება, რომ ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.

ანდრე სილვამ გასული სეზონი დიდებულად ჩაატარა და გერმანიის ბუნდესლიგაში 28 გოლის გატანა მოახერხა, ბომბარდირთა დავაში კი მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10771