კალათბურთი

11:04 | 30.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: ლიდერის გარეშე დარჩენილმა "ატლანტამ" "მილუოკის" სერიაში ანგარიში გაუთანაბრა (+VIDEO)

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. „ატლანტა ჰოუქსმა“ „მილუოკი ბაქსს“ დიდი ანგარიშით - 110:88 მოუგო.

მთავარი ვარსკვლავის, ტრეი იანგის გარეშე დარჩენილმა „ატლანტამ“ შესანიშნავი თამაში აჩვენა და მეტოქეს პირველ სამ პერიოდsI მიჯრით აჯობა, სადაც 25-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, ბოლო მეოთხედში კი მაიკ ბუდენხოლცერის გუნდმა 26:23 მოიგო, თუმცა ამან საბოლოო შედეგზე გავლენა ვერ იქონია.

აღნიშნულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო იანის ანტენტოკუნმპომ. ბერძენმა მესამე პერიოდში მარცხენა მუხლი დაიზიანა და ჯერჯერობით უცნობია თუ რა პერიოდი გაუცდება. მან პარკეტზე 24:04 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულის, 8 მოხსნისა და 3 პასის გაკეთება მოასწრო.

ტრეი იანგის გარეშე დარჩენილ „ატლანტას“ ამჯერად ლუ უილიამსმა ულიდერა. 34 წლის ამერიკელმა 35 წუთში 21 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. 20 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა ბოგდან ბოგდანოვიჩს.

დამარცხებულთაგან ჯრუ ჰოლიდეი გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 19 ქულა, 5 მოხსნა და 9 პასი შესძინა.

სერიაში ანგარიში გათანაბრდა, ამ გუნდების მე-5 დაპირისპირება კი 2 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110779