ფეხბურთი

21:41 | 29.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი საფრანგეთის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას დიდიე დეშამი გააგრძელებს. ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლობის მიუხედავად, ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია დეშამთან განშორებას არ აპირებს.

მხარეებს შორის შეხვედრა მომდევნო კვირაშია დაგეგმილი და სავარაუდოდ, თანამშრომლობის გაგრძელებაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ.

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში 2012 წლიდან მუშაობს და „მამლებს“ 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო 2016 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ევრო 2020-ს შვეიცარიასთან მერვედფინალში მარცხით დაემშვიდობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115112