ფეხბურთი

16:02 | 29.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე: "ძალიან რთულია ამ გვერდის გადაფურცვლა"

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ, რომელმაც შვეიცარიასთან გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან სტატუსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ძალიან რთულია ამ გვერდის გადაფურცვლა. ძალიან დიდი მწუხარებაა ამ მარცხის შემდეგ, ვერ მივაღწიეთ ჩვენს მიზანს. მინდა გუნდს დავხმარებოდი, მაგრამ ვერ შევძელი. რთული იქნება დაძინება, მაგრამ ამ სპორტში არის აღმასვლები და დაღმასვლები, რაც ძალიან მიყვარს. ვიცი, რომ გულშემატკივრები იმედგაცრუებას განიცდით, მაგრამ მაინც მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ ჩვენი ყოველთვის გჯერათ. ყველაზე მთავარი იქნება კიდევ უფრო ძლიერი ფეხზე წამოდგომა. ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ შვეიცარიას“, - დაწერა მბაპემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ცუდად ითამაშა და ტურნირი უგოლოდ დაასრულა.

0.104222