ფეხბურთი

14:52 | 29.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ რონალდუს გადაწყვეტილებას ელის

„იუვენტუსი“ თავისი მთავარვარსკვლავისგან, კრიშტიანუ რონალდუსგან, მომავალთან დაკავშირებით ცხად პასუხს ელის - გვამცნობს Tuttosport.

წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელმა უახლოეს ხანში უნდა გაარკვიოს, დარჩება თუ არა ტურინულ კლუბში. ამაზე დიდადაა დამოკიდებული ტურინელთა სატრასფერო პოლიტიკა. თუ კრიშტიანუ წავა, მაშინ „იუვენტუსს“ რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვის შესაძლებლობა გაუჩნდება.

36 წლის რონალდუს კლუბთან კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122665