ფეხბურთი

22:09 | 28.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

იან რაიტი: "რონალდუ ჯარიმებს კარგად რომ ურტყამს, ეს ერთგვარი მითია"

ინგლისური ფეხბურთის ვეტერანმა თავდამსხმელმა იან რაიტმა კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა და თქვა, რომ ის საჯარიმო დარტყმებს კარგად ვერ ასრულებს.

“რამდენი ჯარიმა შეასრულა რონალდუმ? სადღაც წავიკითხე, რომ ის საშუალოდ 50-დან 1 ჯარიმას იტანს. პრაქტიკაში ლეგენდაა, რომ ის ჯარიმებს კარგად ასრულებს. მთელი მსოფლიო დუმს, როცა ის ჯარიმას ურტყამს და შემდეგ არაფერი ხდება. კურტუას უამრავი დრო ჰქონდა ბურთის დასანახად, სიმართლე ისაა, რომ მას ბევრი გოლი ვერ გააქვს ჯარიმიდან და ის რომ კარგი შემსრულებელია, ეს ერთგვარი მითია“, - თქვა რაიტმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატებზე რონალდუს 28 უშედეგო ჯარიმა აქვს დარტყმული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118242