ფეხბურთი

11:33 | 28.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე მორატას ოჯახზე მუქარაზე: "საქმეში პოლიცია უნდა ჩაერიოს"

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ალვარო მორატას ოჯახის მიმართ მუქარის ფაქტს გამოეხმაურა. ენრიკეს განცხადებით, საქმეს ხელი პოლიციამ უნდა მოკიდოს.

“იმდენად სერიოზული ვითარებაა, რომ საქმეში პოლიცია უნდა ჩაერიოს. აშკარაა, რომ რაღაც რადიკალურად უნდა შეიცვალოს“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრებს მორატას მიმართ აგრესია მისი ცუდი თამაშის გამო აქვთ. ესპანელმა ფორვარდმა ჯგუფურ ეტაპზე ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ბევრი რეალური საგოლე მომენტი გაანიავა. მორატას თქმით, მას და მის ოჯახს ემუქრებიან, მისი შვილების სიკვდილიც კი უსურვეს.

ესპანეთის ნაკრები ევრო 2020-ის მერვედფინალში დღეს ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.111527