ფეხბურთი

11:00 | 28.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კურტუას პესიმისტური პროგნოზი: "სასწაული უნდა მოხდეს, რომ აზარმა ამ ჩემპიონატზე ითამაშოს"

ბელგიის ნაკრების ლიდერებმა ედენ აზარმა და კევინ დე ბრუინმა ტრავმები მიიღეს. აზარს კუნთის პრობლემა აქვს, დე ბრუინს - კოჭის. კევინი პორტუგალიასთან მატჩში მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს, ხოლო აზარმა თამაშის ბოლოს დატოვა მოედანი. ბელგიელთა მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის განცხადებით, ჯერ დიაგნოზს უნდა დაელოდონ:

„ტრავმებზე რამის თქმა ახლა რთულია. კევინს კოჭის და ედენს კუნთის პრობლემა აქვს. თუმცა, დიაგნოზს უნდა დაველოდოთ“, - აღნიშნა მარტინესმა.

მისგან განსხვავებით ტიბო კურტუამ უფრო პესიმისტური კომენტარი გააკეთა, განსაკუთრებით აზართან დაკავშირებით:

„ვშიშობ, რომ ედენისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ასეთი პრობლემა მინიმუმ 10 დღით გაჩერებას ნიშნავს. სასწაული უნდა მოხდეს, რომ თამაში შეძლოს. დე ბრუინს კოჭის პრობლემა აქვს“, - აღნიშნა კურტუამ მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, ბელგიამ პორტუგალია 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში 2 ივლისს, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114216