კალათბურთი

11:35 | 26.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: "მილუოკი ბაქსმა" "ატლანტა ჰოუქსს" მოუგო და სერიაში ანგარიში გათანაბრდა (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის სერიაში ანგარიში გათანაბრდა. "მილუოკი ბაქსმა" "ატლანტა ჰოუქსს" დამაჯერებლად, 34-ქულიანი სხვაობით 125:91 მოუგო.

მაიკ ბუდენხოლცერის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა. ყველაზე დიდი ანგარიშით კი მეორე პერიოდი მოიგო, როდესაც მეტოქეზე 26 ქულით მეტი ჩააგდო (43:17) და მოპოვებული უპირრატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

კარგი თამაში ჩაატარა იანის ანტენტოკუნმპომ. ბერძენმა კალათბურთელმა პარკეტზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც 25 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. ქულების მხრივ საუკეთესო ოთხეულში სწორედ "მილუოკის" კალათბურთელები არიან. იანისის გარდა ჯრუ ჰოლიდეი, ბრუკ ლოპესი და კრის მიდლტონი გამოირჩნენ.

დამარცხებულთა რიგებში კი ტრეი იანგს 15 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი, ხოლო დანილო გალინარის 12 ქულა და 2 მოხსნა ჰქონდა.

სერიაში ანგარიში 1:1 გახდა, ამ გუნდების მომდევნო შეხვედრა კი 28 ივნისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113436