ფეხბურთი

17:57 | 25.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" 38 წლის მეკარე დაიმატა, რომელიც მილანურ გუნდში 18 წლის შემდეგ დაბრუნდა

მილანის „ინტერმა“ 38 წლის მეკარე ალექს კორდასი დაიმატა. ინფორმაცია იტალიურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.

გამოცდილმა კიპერმა „ნერაძურისთან“ 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სამირ ჰანდანოვიჩის დუბლიორი იქნება. აღსანიშნავია, რომ იტალიელის კარიერა სწორედ „ინტერში“ დაიწყო და მთავარ გუნდში 1 თამაში აქვს ჩატარებული.

ის ძირითადად დაბალი რანგის გუნდებში თამაშობდა, 2015 წლიდან კი „კროტონეს“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118148