ფეხბურთი

0:20 | 25.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთიდან ფინეთში დაბრუნებულ 80 გულშემატკივარს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფინეთის ნაკრების გულშემატივრებს, რომლებიც რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ამ დროისთვის ჩატარებული ტესტებიდან 80 პასუხი დადებითია, თუმცა, ეს რაოდენობა საბოლოო არ არის და შეიძლება გაიზარდოს.

ფინელი გულშემატკივრები ევრო 2020-ის მესამე ტურში ბელგიასთან მატჩს დაესწრნენ, რომელიც სანქტ-პეტერბურგში გაიმართა და „წითელმა ეშმაკებმა“ 2:0 მოიგეს.

0.10219