ფეხბურთი

2:16 | 24.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ ალი დაეის რეკორდი გაიმეორა

კრიშტიანუ რონალდუმ საფრანგეთის ნაკრებთან დუბლი შეასრულა და ირანელი ფეხბურთელის, ალი დაეის რეკორდი გაიმეორა. საქმე ეხება ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობას.

რონალდუსა და დაეის 109-109 გოლი აქვთ გატანილი, მაგრამ ვინაიდან ირანელს კარიერა უკვე დასრულებული აქვს, კრიშტიანუს რეკორდის დაპატრონება უახლოეს მომავალში ნამდვილად არ გაუჭირდება.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 109 გოლის გატანას 178 სანაკრებო მატჩი მოანდომა, ხოლო ალი დაეიმ იგივე 149 შეხვედრაში შეძლო.

შეგახსენებთ, პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში 27 ივნისს ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.119814