ფეხბურთი

0:58 | 24.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020: ყველა მერვედფინალური წყვილი გაირკვა

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და შესაბამისად, 16-ვე ნაკრების ვინაობა გაირკვა, რომლებიც ასპარეზობას პლეი-ოფში მერვედფინალურ ეტაპზე გააგრძელებენ.

შედეგად, ცნობილია მერვედფინალური ეტაპის კალენდარიც და მთლიანად ტურნირის ბადე, რომელიც ასე გამოიყურება:

1/8 ფინალი

ბელგია - პორტუგალია (27 ივნისი, სევილია)
იტალია - ავსტრია (26 ივნისი, ლონდონი)

საფრანგეთი - შვეიცარია (28 ივნისი, ბუქარესტი)
ხორვატია - ესპანეთი (28 ივნისი, კოპენჰაგენი)

შვედეთი - უკრაინა (29 ივნისი, გლაზგო)
ინგლისი - გერმანია (29 ივნისი, ლონდონი)

ნიდერლანდები - ჩეხეთი (27 ივნისი, ბუდაპეშტი)
უელსი - დანია (26 ივნისი, ამსტერდამი)

აქვე გეტყვით, რომ მეოთხედფინალური მატჩები 2-3 ივლისს, ნახევარფინალები 6-7 ივლისს, ხოლო ფინალი 11 ივლისს გაიმართება.

თეგებიევრო 2020
0.141854