ფეხბურთი

22:52 | 23.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" "დინამო თბილისს" სეზონში მეორედ აჯობა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტური დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ „სამგურალს“ უმასპინძლა და ერთპიროვნულად გალიდერების შანსი ჰქონდა, მაგრამ გაანიავა.

შეხვედრა ძალიან სწრაფი გოლით დაიწყო და 47-ე წამზე ლექვთაძემ კუხიანიძის პასით გაიტანა, ხოლო სულ მალე ფონიავამ საჯარიმო დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში გიორგი გაბედავამ პენალტით სხვაობა შეამცირა, მაგრამ თბილისელები მარცხს ვერ გადაურჩნენ. ამრიგად, „დინამომ“ „სამგურალთან“ სეზონში მესამედ ითამაშა და ვერცერთხელ მოუგო - 1 ფრე, 2 წაგება!

„დინამო თბილისს“ 38 ქულა აქვს და ქულით ჩამორჩება ლიდერ „დინამო ბათუმს“, ხოლო „სამგურალი“ 27 ქულით მეექვსე ადგილზეა.

თბილისის „ლოკომოტივმა“ „საბურთალოსთან“ სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ირაკლი სიხარულიძის გოლი მალევე გოჩოლეიშვილმა გაქვითა, მაგრამ 89-ე წუთზე მჭედლიშვილმა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს მოაგებინა. „ლოკომ“ ამ გამარჯვებით 33 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე აინაცვლა, სატურნირო ცხრილში სწორედ „საბურთალოს“ გადაასწრო.

აუტსაიდერთა დუელი შედგა „თელავსა“ და „სამტრედიას“ შორის და კახელებმა მძიმე ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს - 2:1. „თელავმა“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და და ბოლოადგილოსან „სამტრედიას’ უკვე 5 ქულით უსწრებს.

„თელავი“ – „სმატრედია“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ბაშალეიშვილი (56), 1:1 ილურიძე (58), 2:1 ციცქიშვილი (90)

„საბურთალო“ – „ლოკომოტივი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 სიხარულიძე (45), 1:1 გოჩოლეიშვილი (46), 1:2 მჭედლიშვილი (89)

„დინამო თბილისი“ – „სამგურალი“ 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 ლექვთაძე (1), 0:2 ფონიავა (17), 1:2 გაბედავა (60, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111799