ფეხბურთი

19:02 | 23.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ აჩრაფ ჰაკიმის ტრანსფერი შეათანხმა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ ძალიან ახლოსაა მილანის „ინტერის“ მარჯვენა მცველის, აჩრაფ ჰაკიმის ტრანსფერთან. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად შედგა და მაროკოელი პარიზში გადაბარგდება.

პსჟ ტრანსფერის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გადაიხდის. აღსანიშნავია, რომ „ინტერი“ თავდაპირველად 80 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ როგორც ჩანს, ფრანგების ბოლო წინადადებასაც დათანხმდება.

ჰაკიმი „პარი სენ ჟერმენში“ ხელფასის სახით სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 2 მილიონი ევრო დაემატება.

აქვე გეტყვით, რომ აჩრაფ ჰაკიმი „ინტერს“ გასულ ზაფხულს „დორტმუნდიდან“ შეუერთდა და 45 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.

0.117178