ფეხბურთი

17:56 | 23.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველიას რუსეთში ახალი ვარიანტი აქვს

საქართველოს ნაკრების მცველმა სოლომონ კვირკველიამ შესაძლოა კარიერა რუსეთის პრემიერლიგის ახალწვეულ „ნიჟნი ნოვგოროდში“ გააგრძელოს. ინფორმაციას Sport24 ავრცელებს.

წყაროს თანახმად, რუსული კლუბი, რომელიც პრემიერლიგის დებიუტანტია, ქართველი ფეხბურთელით სერიოზულადაა დაინტერესებული. კვირკველიას მოსკოვის „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი ეწურება და სულ მალე თავისუფალი აგენტი გახდება.

გასული სეზონი 29 წლის ფეხბურთელმა იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ გაატარა, რომელიც ქვედა ლიგაში გავარდა. მოსკოვის „ლოკომოტივში“ ის 2017-2020 წლებში თამაშობდა და ორჯერ მოიგო რუსეთის თასი, ხოლო თითოჯერ რუსეთის პრემიერლიგა და რუსეთის სუპერთასი.

„ნიჟნი ნოვოგორდს“ რაც შეეხება, ამ გუნდში გასულ სეზონში ბექა ქავთარაძე თამაშობდა, რომელმაც კლუბი დატოვა და „როტორში“ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114128