ფეხბურთი

16:45 | 23.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილი: "სხვა შეთავაზებებზე არ ვფიქრობ და ახალ სეზონზე ვარ კონცენტრირებული"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა „შტურმში“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. როგორც მან ავსტრიულ მედიას განუცხადა, გრაცში ბედნიერია და სხვა კლუბების წინადადებებს ყურადღებას არ აქცევს.

„გასული სეზონი ჩვენთვის წარმატებული იყო, რადგან მესამე ადგილზე გავედით. გვინდა მინიმუმ იგივე შედეგი ვაჩვენოთ და ევროპაში წარმატებას მივაღწიოთ. ვფიქრობ, ევროპა ლიგის პლეი-ოფის დაძლევა და ჯგუფურ ეტაპზე თამაში შეგვიძლია, როგორც ეს შარშან „ვოლფსბერგერმა“ გააკეთა.

გრაცში მეოთხე წელია ვარ, აქ ძალიან მომწონს და სხვა შეთავაზებებზე არ ვუყურებ. ჩემი ყურადღება მთლიანად ახალი სეზონისკენაა მიმართული. ევროპის ჩემპიონატის ფავორიტი? ძნელი სათქმელია ვინ გაიმარჯვებს. ესპანეთი ჩავისა და ინიესტას დროიდან მომწონს და მიუხედავად იმისა, რომ ახალი თაობა ჰყავთ, ჩემი ვარაუდით ესპანეთის ნაკრები გაიმარჯვებს“, - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა. მას „შტურმთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და ავსტრიულ კლუბს თანამშრომლობის განახლება სურს.

0.118749