ფეხბურთი

19:31 | 22.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "დე ბრუინი "ჩელსიდან" მე არ გამიგდია"

იტალიური „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კევინ დე ბრუინის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის „ჩელსიდან“ მას არ გაუშვია. როგორც პორტუგალიელმა აღნიშნა, ბელგიელმა წასვლა თვითონ მოინდომა.

„პირველი თამაში „ჰალ სიტისთან“ გვქონდა და ძირითადში მოხვდა, შემდეგ „ოლდ ტრაფორდზე“ წავედით, ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ყველა მატჩში ყოველი წუთის თამაში სურდა, რითაც დიდი წნეხი მოახდინა.

მას მოთმინების უნარი არ ჰქონდა და არ მეგონა, რომ ის მზად იყო ძირითადში სათამაშოდ, მითუმეტეს საოცარი შემადგენლობა გვყავდა. გადაწყვიტა, რომ წასვლა სურდა, გერმანიაში დაბრუნება უნდოდა, სადაც ადრე იჯარით გახლდათ და ბედნიერი იყო.

ზოგჯერ მწვრთნელები შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ მე არ შევმცდარვარ. შევამჩნიე მისი დიდი ნიჭი, მაგრამ მას უნდა მოეცადა. მან ჩემზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ იჯარით გაშვებაც არ მსურდა, წასვლა თვითონ გადაწყვიტა“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, „ჩელსიმ“ კევინ დე ბრუინი 2012 წელს „გენკიდან“ შეიძინა და პირველივე სეზონში „ვერდერში“ გაანათხოვრა, სადაც 34 მატჩში 10 გოლი გაიტანა. 2013-2014 წლების სეზონში „ჩელსიში“ დაბრუნდა, მაგრამ 9 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და ზამთარში „ვოლფსბურგში“ გადავიდა, სადაც თავი ისევ კარგად წარმოაჩინა და 2015 წელს „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა. ინგლისურ გუნდში მას 262 მატჩში 67 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128392