ფეხბურთი

18:05 | 22.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი: "იტალია საოცრად თამაშობს, მაგრამ ჯერ დიდ გუნდებთან არ უთამაშია"

ნიდერლანდების ნაკრების და ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა მარკო ვან ბასტენის კრიტიკას უპასუხა და განაცხადა, რომ „იუვეში“ ისეთი რაღაცები ისწავლა, რაც მანამდე „აიაქსში“ არასდროს უნახავს.

გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატზე და იტალიის ნაკრებზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ „სკუადრა აძურა“ კარგად თამაშობს, მაგრამ დიდი გუნდების წინააღმდეგ არ უთამაშია.

„ვან ბასტენის კრიტიკა? როდესაც ვან ბასტენის მსგავსი ადამიანი რაღაცას ამბობს, არ შემიძლია არ მოვუსმინო. ის იყო ლეგენდა და ნიდერლანდებისა და „აიაქსის“ მწვრთნელი. მესმის, რომ იტალიაში უფრო მეტად ზონური დაცვაა, მაგრამ ნაკრების მწვრთნელი მეუბნება, რომ მეტოქე მუდმივად ავიყვანო. იტალიაში თუ გავაუმჯობესე თამაში? ნამდვილად ასე ვფიქრობ: ორი წლით მეტი გამოცდილება მაქვს, ისეთი რაღაცები ვისწავლე, რაც „აიაქსში“ არასდროს გამიკეთებია და თავს უფრო სრულყოფილ ფეხბურთელად ვგრძნობ.

იტალიის ნაკრები? ძალიან კარგად თამაშობს, გუნდურად და არაიტალიური სტილით თამაშობენ. ბევრს უტევენ და ზეწოლას ახდენენ, თუმცა არ უთამაშიათ დიდი გუნდების წინააღმდეგ, ისევე როგორც ჩვენ. ეს მათი შემდეგი მიზანია, ასევე ჩვენიც“, - თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრებიც მერვედფინალში სამი გამარჯვებით გავიდა და მეტოქეს ელოდება, ხოლო იტალიის ნაკრები 26 ივნისს, ლონდონში, ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111692