ფეხბურთი

18:16 | 21.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრებს ოთხი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ტომას მიულერი ტრავმირებულია და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს უნგრეთის წინააღმდეგ გამოტოვებს.

მიულერმა მუხლის დაზიანება პორტუგალიასთან დაპირისპირებაში მიიღო და არაა გამორიცხული „ბუნდესნაკრებს“ ვერც მერვედფინალში დაეხმაროს, მაგრამ ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილი არ არის.

ასევე ტრავმები აწუხებთ, შედარებით მსუბუქ ფორმებში, ლუკას კლოსტერმანს, მატს ჰუმელსსა და ილქაი გიუნდოგანს, თუმცა უნგრეთთან მათი თამაში გამორიცხული არაა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო შეხვედრას 23 ივნისს, უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ მიუნხენში გამართავს.

0.114315