ფეხბურთი

2:09 | 21.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რაიო ვალეკანო" ლა ლიგაში დაბრუნდა

ესპანეთის ლა ლიგაში „რაიო ვალეკანო“ დაბრუნდა. ანდონი ირაოლას გუნდმა პლეი-ოფის ფინალში „ჟირონა“ ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა.

„რაიოს“ პირველი თამაში შინ 1:2 ჰქონდა წაგებული, მაგრამ სტუმრად სასურველი ანგარიშით - 2:0 იმარჯვა. პირველივე ტაიმში გოლები ალვარო გარსიამ და ოსკარ ტრეხომ გაიტანეს. 56-ე წუთზე მადრიდელები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, მაგრამ ირაოლას შეგირდებმა უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა.

აქვე შეგახსენებთ, რომ „რაიომდე“ ლა ლიგის საგზური „ესპანიოლმა“ და „მალიორკამ“ მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122201