ფეხბურთი

0:15 | 21.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ვერატი: "ნაკრებში ეგოისტი ვერ იქნები, 26-ვე ფეხბურთელი ძირითადის წევრია"

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ტრავმა მოირჩინა, მოედანზე დაბრუნდა და ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველივე შეხვედრაში გამორჩეული იყო. უელსთან მან საგოლე პასი მიითვალა.

ვერატიმ თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არის გუნდი, რომელშიც ყველა ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის წევრია და ნაკრებში არ არსებობს ეგოიზმი.

„ძალიან ბედნიერი ვარ. რთული იყო, თავიდან მე არც კი ვიცოდი, შემეძლო თუ არა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა. მადლობა უნდა გადავუხადო პსჟ-ს პერსონალს, რომლებმაც განკურნების შესაძლებლობა მომცეს და მწვრთნელის, რომელიც მელოდა. ბედნიერი ვარ საკუთარი თავისა და გუნდისთვის. როდესაც სათქმელს ვამბობთ, ეს უბრალოდ სიტყვები არ არის. ეროვნული ნაკრები ყველას ეკუთვნის, დღეს ვინც ითამაშა, აჩვენეს, რომ ისინი ძირითადი შემადგენლობის წევრები არიან. უნდა ვიამაყოთ. კლუბში სხვა მდგომარეობაა, კონკურენციის მიღება რთულია, აქ კი უბრალოდ სიამოვნებაა ამ მაისურის ტარება და ამ ტურნირში მონაწილეობა.

მანჩინის უბრალოდ ბედნიერი უნდა იყოს, რადგან გაუმართლა, რომ ასეთ ფეხბურთელები ჰყავს. ვინც თამაშობს ან არ თამაშობს, არავინ ლაპარაკობს. 26-ვე ფეხბურთელი ძირითადის წევრი ვართ. ეს არის სულისკვეთება, რომელიც სწორია, ვერ იქნები ეგოისტი, როდესაც ეროვნულ ნაკრებში ხარ, ჩვენ აქ ვართ, რათა წარმოვადგინოთ ჩვენი ერი და ეს მხოლოდ პატივია“, - თქვა ვერატიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ჯგუფიდან უდანაკარგოდ და გოლგაუშვებლად გავიდა. „სკუადრა აძურას“ 30-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლო 11 თამაში გოლიც არ გაუშვია. იტალიას მერვედფინალში უკრაინის ან ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ მოუწევს დაპირისპირება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111841