ფეხბურთი

23:44 | 20.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სლოვანში" კაშიას და კანკავას დებიუტი შედგა

ბრატისლავის „სლოვანში“ გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას დებიუტი შედგა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ამხანაგურ მატჩში ავსტრიული „კაპფენბერგი“ 4:1 დაამარცხა, ქართველი ფეხბურთელები კი მოედანზე მეორე ტაიმში იყვნენ.

კანკავამ მესამე საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც 55-ე წუთზე გავიდა. ავსტრიელთა რიგებში პირველი ტაიმი ითამაშა ლევან ელოშვილმა.

მოგეხსენებათ, კაშია და კანკავა „სლოვანში“ ცოტა ხნის წინ გადავიდნენ და 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. სლოვაკური გუნდი 22 ივნისს სლოვენიის „მარიბორს“ შეხვდება სპარინგში, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიურ „შემროკ როვერსს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103569