ფეხბურთი

19:39 | 20.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ ინჯგია: "აპოლონში" მიზნების მისაღწევად ყველაფერს გავიღებთ"

ქართველი ფეხბურთელი რევაზ ინჯგია ლიმასოლის „აპოლონმა“ ოფიციალურად წარადგინა და მას 13-ნომრიანი მაისურიც გადასცა. 20 წლის ნახევარმცველმა კვიპროსული გუნდის მოთამაშის სტატუსით პირველი კომენტარი გააკეთა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. პირველად მივდივარ საქართველოდან და ეს ჩემთვის გამოწვევაა. ყველაფერს გავიღებ „აპოლონის“ მიზნების მისაღწევად. აქ დიდი ხანია არ ვიმყოფები, მაგრამ ლიმასოლი მშვენიერი და მშვიდი ქალაქია, თანაგუნდელებმა ძალიან კარგად მიმიღეს. თამაში, როგორც ფლანგზე, ისე თავდამსხმელის უკან შემიძლია და ჩემი პლუსი ცარიელ სივრცეებში მოძრაობაა“, - ციტირებს ლიმასოლელთა ვებგვერდი ინჯგიას სიტყვებს.

შეგახსენებთ, რევაზ ინჯგია აქამდე „თელავსა“ და „ლოკომოტივში“ თამაშობდა. მან „აპოლონთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ გუნდში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი პაპუნაშვილი თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114096