ფეხბურთი

19:04 | 20.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ლოკატელის ტრანსფერზე "სასუოლოს" შეთავაზება გაუკეთა

ტურინის „იუვენტუსი“ „სასუოლოს“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველ მანუელ ლოკატელის ეპატიჟება და პირველი წინადადება მოამზადა.

„იუვე“ მზადაა „სასუოლოს“ 30 მილიონი ევრო გადაუხადოს და გარდა ამისა, რუმინელი ცენტრალური მცველი რადუ დრაგუშინი დაუთმოს, რომლის მიმართ „სასუოლოც“ დაინტერესებულია.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და მოსალოდნელია, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ლოკატელის მომავალი საბოლოოდ გადაწყდება.

შეგახსენებთ, მანუელ ლოკატელიმ გასულ სეზონში სერია A-ში 34 თამაშში თავი 4 გოლით და 3 საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო იტალიის ნაკრებში 12 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.152171