ფეხბურთი

22:27 | 19.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

თბილისურ დერბიში "დინამომ" "ლოკომოტივს" აჯობა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტური და შესაბამისად, მეორე წრე ორი მატჩით დასრულდა. ტურის მთავარი თამაში „დინამო თბილისსა“ და „ლოკომოტივს“ შორის გაიმართა და მასპინძლებმა დამაჯერებლად მოიგეს.

„დინამომ“ კონკურენტ „დინამო ბათუმს“ გამარჯვებით უპასუხა და ქულებით წინ გაჭრის შესაძლებლობა არ მისცა. საუკეთესო მოედანზე გიორგი გაბედავა იყო, რომელმაც თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა, დუბლი შეასრულა და კახა ცხადაძის გუნდს დამაჯერებლად მოაგებინა.

„დინამო თბილისი“ 38 ქულით „დინამო ბათუმთან“ ერთად ლიდერობს, ხოლო „ლოკომოტივი“ 30 ქულით მეოთხე ადგილზეა.

თბილისის „საბურთალომ“ აუტსაიდერ „სამტრედიას“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. ხვიჩა შუბითიძის გუნდი კარგად ფორმაშია და სამეულში მოსახვედრად დამსახურებულად იბრძვის, ხოლო გია ცეცაძის გუნდი ღრმა კრიზისშია და 10 ქულით უკვე სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა. „საბურთალომ“ ამ გამარჯვებით „ლოკომოტივს“ გადაასწრო და 31 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

„დინამო თბილისი“ – „ლოკომოტივი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 გაბედავა (17), 2:0 გაბედავა (65, პენ)

„საბურთალო“ – „სამტრედია“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 გიორგაძე (17, ა.გ), 2:0 გოჩოლეიშვილი (42), 3:0 ნონიკაშვილი (83), 4:0 ოდუკო (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11141