ფეხბურთი

15:02 | 19.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტს დაავიწყდა, რომ "იუვენტუსის" ფეხბურთელია: "მე "აიაქსში" ვთამაშობ"

ნიდერლანდების ნაკრების მცველი მატიას დე ლიხტი კურიოზულ ვითარებაში აღმოჩნდა. მას დაავიწყდა, რომ „იუვენტუსში“ თამაშობს და ავსტრიასთან მატჩის შემდეგ ნიდერლანდურ მედიასთან ისაუბრა:

„ჩვენ გრძელი პასების შესრულება მოგვიწია, ეს თამაშში რამდენჯერმე მოხდა. მე „აიაქსში“ ვთამაშობ და ჩემთვის ამ სტილით თამაში უჩვეულო იყო“, - აღნიშნა მან.

ჟურნალისტმა მატიასს ჰკითხა: „კი, მაგრამ თქვენ ხომ „იუვენტუსში“ თამაშობთ?“, დე ლიხტმა კი უპასუხა: „დიახ, დიახ, ზუსტად, მინდოდა მეთქვა, რომ „აიაქსის“ ყოფილი მოთამაშე ვარ“, - გამოასწორა შეცდომა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, მატიას დე ლიხტი ამსტერდამის „აიაქსიდან“ ტურინის „იუვენტუსში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101927