ფეხბურთი

15:57 | 18.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბასტენი: "დე ლიხტს იტალიაში არაფერი უსწავლია"

ნიდერლანდების ნაკრების მცველი მატიას დე ლიხტი ლეგენდარულმა მარკო ვან ბასტენმა გააკრიტიკა. მისი განცხადებით, დე ლიხტს იტალიაში არაფერი უსწავლია და დაცვის ხელმძღვანელობა არ იცის.

„ის ცენტრალური მცველია და მეტი ლიდერობა უნდა გამოავლინოს. მან უნდა წარმოაჩინოს საკუთარი თავი, რადგან დაცვის ხელმძღვანელობა უწევს. სანაცვლოდ, ის უბრალოდ მიჰყვება თავის კაცს და დაცვაში უზარმაზარ ხვრელს ტოვებს. დე ლიხტი იტალიაში წავიდა, რათა ესწავლა, დაცვაში უფრო მაღალ დონეზე თამაში, მაგრამ მგონია, რომ ბევრი არაფერი უსწავლია“, - თქვა ვან ბასტენმა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში პირველი ადგილი უკვე გაინაღდა და ბოლო ტურში ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123589